ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
ბაქოს გრან სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო თურქმენ, რუმინელ, ყაზახ და ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე მეტოქეებს და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. სულამანიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას იპონით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
გრან სლემის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა.