ანა ტატიშვილი მერვედფინალში დამარცხდა
03 სექტემბერი 2012
დღეს გამთენიისას ნიუ-ორკში მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე ჩოგბურთში საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი მსოფლიოს რეიტინგის სათავეში მყოფ ბელარუს ვიქტორია აზარენკას დაუპირისპირდა და ორ სეტში 2:6,2:6 დამარცხდა, თუმცა ქართველი ჩოგბურთელის ამ ტურნირზე აპსარეზობას თამამად შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ.
ანა ტატიშვილი, რომელიც ამჟამად რეიტინგში 73-ე პოზიციაზეა პირველად გავიდა დიდი შლემის მერვედფინალში, ხოლო თავისმხრივ ვიქტორია აზარენკა ამერიკის ღია პირველობის მეოდხედფინალში. ანამ ფრანგი სტეპანი ფორეც გაკონი, რუმინელი სორანა კირსტეა და ლუქსემბურგელი მანდი მინელა დაამარცხა და 16 საუკეთესოს შორის მოხვდა, რითიც მან 280 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.






