განცხადება
03 სექტემბერი 2012
2012 წლის 3 სექტემბრის სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, სეოკ-ის წესდების შესაბამისად 3 ოქტომბერს 13-00 საათზე ქ. თბილისში, " სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში მოწვეულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია.
დღის წესრიგი:
1. სეოკ-ის ანგარიში 2008 წლის 28 ოქტომბრიდან 2012 წლის 3 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ.
2. საფინანსო აუდიტის ანგარიში
3. არჩევნები:- პრეზიდენტის,
სეოკ-ის აღმასკომის
4 სხვადასხვა.
სეოკ-ის პრეზიდენტად ასარჩევი კანდიდატის შესახებ სათანადოდ გაფორმებული განცხადება იგზავნება სეოკ-ის აღმასკომის სახელზე (ქ.თბილისი, მაჩაბლის #11) საანგარიშო-საარჩევნო სესიის ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე.
არჩევნების ჩატარების წესის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სეოკ-ის ვებ გვერდზე www.geonoc.org.ge " სეოკ-ის წესდება "






