ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა
დღეს ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე თბილისის გრანდ სლემზე გაიმართა სახელოვანი ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის სპორტიდან გაცილების ცერემონია.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვარლამ ლიპარტელიანს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის ვერცხლის პრიზიორი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული განსაკუთრებული წარმატებისთვის სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპეციალური პრიზით - ,, ოლიმპიური ალი" დააჯილდოვა.