საქართველომ სლოვენია გაინაღდა

09 სექტემბერი 2012

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრო 2013-ის ჩემპიონატზე იასპარეზებს. "ევრობასკეტის" შესარჩევ ეტაპის მე-7 შეხვედრაში, იგორ კოკოშკოვის გუნდი სტუმრად ლატვიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბროძალაში ანგარიშით 70:73 დაამარცხა.
ლატვიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად მანუჩარ მარკოიშვილი გამოირჩა, რომელმაც ჩვენს გუნდს 17 ქულა მოუტანა.

პირველი მატჩი საქართველოსა და ლატვიის გუნდებს შორის თბილისში ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით ასევე 3 ქულის სხვაობით 79-76 დასრულდა.

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას, 11 სექტემბერს, თბილისში, "სპორტის სასახლეში" ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც უკვე სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.