ისტორიაში პირველად: ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

04 აპრილი 2024

გიმარაეშში (პორტუგალია) მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილის და მაია ბოჭორიძის სამეულმა ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ასპარეზობაში 276 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ფინალში კი 13 ქულას მოუყარა თავი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისი თანმიმდევრობით დაიკავეს იტალიამ და გერმანიამ.