ქართველი და ფრანგი ქალი სპორტსმენების ფოტო-გამოფენა

06 აპრილი 2024

ხაზინის ქუჩა N4 -ში, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე საფრანგეთის საელჩოს და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ოლიმპიური და პარალიმპიური ფრანგული და ქართული კომიტეტების ჩართულობით მოწეყო ქართველი და ფრანგი 14 ქალი სპორტსმენის ფოტო-გამოფენა, რომლებმაც თავიანთი გამარჯვებებით, ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში დატოვეს მნიშვნელოვანი კვალი. აღნიშნულ 14 სპორტსმენ ქალს შორის გამოიფინა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენების - ნინო სალუქვაძის (ტყვიის სროლა), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა) , ეთერ ლიპარტელიანის (ძიუდო) და პარალიმპიელი ირმა ხეცურიანის (პარაფარიკაობა) ფოტოები.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შერაზ გასრი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, ფრანგული სკოლის მოსწავლეები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენელები.