წიგნის - ,,ბაბუაწვერას თასი" პრეზენტაცია ოლიმპიურ მუზეუმში

დღეს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა სპორტული ჟურნალისტის ილია ბაბუნაშვილის წიგნის - ,,ბაბუაწვერას თასი" პრეზენტაცია. წიგნში თავმოყრილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები სპორტზე, საინტერესო სპორტულ ამბებზე და მოვლენებზე. ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე.
პრეზენტაცია გახსნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რდაქტორი ლაშა გოდუაძე, ჟურნალისტები - პაატა ნაცვლიშვილი და დემიკო ლოლაძე. მათ ისაუბრეს წიგნის ავტორის მრავალმხრივ ჟურნალისტურ საქმიანობაზე, ნიჭიერებაზე, წერის გამორჩეულ სტილზე. ილია ბაბუნაშვილი რამდენიმე ათეული წელია ნაყოფიერად მოღვაწეობს სპორტულ ჟურნალისტიკაში, არის რამდენიმე წიგნის და მრავალი საინტერესო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი დონის პროფესიონალი, სიტყვის ნამდვილი ოსტატი.
ავტორმა თავისი ახალი წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი საჩუქრად გადასცა სეოკ-ის ბიბლიოთეკას.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.