ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

22 მაისი 2024

ბაქოში, სადაც 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეს, საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. ჩვენი გუნდი 5 მედალს დაეუფლა, ორჯერ აჟღერდა  საქართველოს ჰიმნი.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს გიორგი თოხაძემ (55 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ). თოხაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ემრე მუთლუ  9-0 დაამარცხა, ჩხიკვაძე კი ლიეტუველ ვილიუს სავიცკასს ასევე იოლად გაუმკლავდა  - 8-0.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) - ფინალში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან 0-7 წააგო და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ორი ბრინჯაოს მედალიც. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბულგარელი დიმიტარ გეორგიევი 9-1 დაამარცხა. სამედლო ბრძოლაში გაიმარჯვა გიორგი ცოფურაშვილმაც (130 კგ), რომელმაც ნეიტრალური ათლეტს, დმიტრი ბაბორიკოს 9-1 მოუგო.

2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 134 ქულას მოუყარა თავი და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.