სეოკ-ის ხელმძღვანელები ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის და კრივის ოლიმპიური ნაკრები გუნდების ვარჯიშებს დაესწრნენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთან ელგუჯა ბერიშვილთან ერთად იმყოფებოდა ბორჯომში, ბაკურიანში და გორში, სადაც ოლიმპიური თამაშებისთვის დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გადიან საქართველოს ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის და კრივის ოლიმპიური ნაკრები გუნდები.
სეოკ-ის ხელმძღავნელები დაესწრნენ საწვრთნელ შეკრებას და წარმატებები უსურვეს ჩვენს ოლიმპიელებს.
ქართველი ძიუდოსიტები ოლიმპიურ თამაშებზე 10 წონით კატეგორიაში გამოვლენ. 7 წონით კატეგორიაში - კაცები, 3 წონით კატეგორიაში - ქალები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები ასპარეზობას დაიწყებენ 27 ივლისიდან.
ძალოსანთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი საწვრთნელ შეკრებას ბაკურიანში გადის. ჩვენი ძალოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაემბებიან და 3 წონით კატეგორიაში გამოვლენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მოკრივეები შეკრებას გორში გადიან. თავისუფალ ჭიდაობაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი მოჭიდავეები 4 წონით კატეგორიაში გამოვლენ და ასპარეზობას 8 აგვისტოს დაიწყებენ.
რაც შეეხება მოკრივეთა ოლიმპიურ ნაკრებს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, შეჯიბრებას კი დაიწყებენ 27 ივლისიდან.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარაზებს სპორტის 10 სახეობაში- ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო.