საქართველოს 17-წლამდელ მოჭიდავეთა 5 მედალი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს მიაღწია პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიშვილის ძმამ, კონსტანტინემ (92 კგ). მან გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი 8-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილმა ივნისში ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნიკოლოზ მაისურაძეს (80 კგ) - ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, ირანელ რეზა აფშართან ბოლო ქულა დათმო და დასანანად წააგო.
3 მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ვახტანგ ლოლუას (60 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვთან 1-4 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ).