ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა
პარიზის პარალიმპური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს საქართველოს მედლების კოლექციას მორიგი მედალი შეემატა - წარმატებას ვლადიმერ ჭინჭარაულმა მიაღწია, რომელმაც R9 კატეგორიაში 50 მეტრზე ტყვიის სროლაში გამოსვლა ვერცხლის მედლით (248.2 ქ) დაასრულა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი სწორედ R9 კატეგორიაში მოიპოვა.
ჭინჭარაულის დღევანდელი მედali რიგით მეოთხე პარიზული ჯილდოა და ქართული პარასპორტისთვის რეკორდული შედეგია. ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი 3 ვერცხლის მედალი იყო.
საქართველოს ნაკრები დღეს ეტლით ფარიკაობაში ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის ნინო თიბილაშვილმა (რაპირა - A კატეგორია) მე-13 ადგილით დაასრულა გამოსვლა, ხოლო ირმა ხეცურიანმა (რაპირა - B კატეგორია) მე-7 საფეხურზე.
პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ, მესამე საშეჯიბრო დღეს ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ, ხოლო მეექვსე საშეჯიბრო დღე ბრინჯაოს დაეუფლა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი.