მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ქართული ფიგურული ციგურაობისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია
გრენობლში (საფრანგეთი), სადაც ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის ფინალს მასპინძლობენ, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ქართული ფიგურული ციგურაობისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია. მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 72.26 ქულა დაიმსახურეს, რაც მათთვის კარიერის საუკეთესო და ფინალის მესამე შედეგი აღმოჩნდა. ჩვენმა მოციგურავეებმა უკეთ იასპარეზეს თავისუფალ პროგრამაში - 133.52 ქულით მეორე შედეგი ჰქონდათ, ორივე პროგრამის ჯამში კი მესამე დგილი დაიკავეს (205.78).
აღსანიშნავია, რომ გრან პრის სერიის ფინალის საუკეთესო ექვსეულში გამოსვლის უფლებას ეტაპების შედეგად გამომუშავებული რეიტინგი განსაზღვრავს. ჩვენმა წყვილმა ფინალში სრიალის უფლება 24 სარეიტინგო ქულით მოიპოვა.
ფინალში იასპარეზეს წყვილებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და აშშ-დან.