ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანია
![](/php_thumb/phpThumb.php?src=../files/Niusebi/News 2024/8 dekemberi 2/New.jpg&w=255&h=195&hash=d51046eeafa8ccb28a9042345ad28958)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ტოკიოს გრანდ სლემის პრესტიჟულ ტურნირზე ლუკა მაისურაძე (-90 კგ) წარდგა და მედლამდეც გაიკვალა გზა.
მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა მასპინძელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი, შემდეგ ვაზარით მოუგო ესტონელ კლენ კალიულადს, ასევე ვაზარით გაიმარჯვა იაპონელ კომეი კავაბატასთან და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. ფინალში მაისურაძე მასპინძელ სანშირო მურაოს შეხვდა, ვისაც ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალი მოუგო. სამწუხაროდ, ლუკა ვაზარით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.