ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

31 იანვარი 2025

ფიგურულ ციგურაობაში ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა შედეგიანად იასპარეზეს და კვარცხლბეკზე ასვლაც დაიმსახურეს - ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის ვერცხლის მედალოსანმა წყვილმა მოკლე პროგრამა 57.03 ქულით დაასრულა და მეცხრე შედეგი აჩვენა. მეტელკინა/ბერულავამ გაცილებით უკეთ ისრიალეს თავისუფალ პროგრამაში, სადაც 134.85 ქულით მესამე შედეგი დაიმსახურეს. ასევე მესამე საუკეთესო შედეგი ერგოთ ორივე პროგრამის ჯამში (191.88), რამაც საქართველოს წარმომადგენლებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ვულოცავთ ჩვენს მოციგურავეევს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.