ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც შედეგიანი გამოდგა. 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ტატო გრიგალაშვილმა მისთვის მეხუთე ევროპულ ფინალში იასპარეზა.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელმა, ევროპის ჩემპიონატების ასევე სამი ოქროს და ვერცხლის მედალოსანმა ტატო გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ჩეხ, ბულგარელ და აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იუკოთი წააგო ნეიტრალურ ათლეტ ტიმურ არბუზოვთან და პოდგორიცაში გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
დღესვე ტატამზე გავიდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი და ლუკა მაისურაძე (90 კგ) მაგრამ ჩემპიონატს რეპეშაჟში გამოეთიშნენ.
ერთი დღით ადრე ასევე ფინალში დამარცხდა ქალთა ნაკრების ლიდერი ეთერ ლიპარტელიანი (57, ჩემპიონატის დებიუტში კი ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ).