ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონიებს ორი სხვადასხვა არენა უმასპინძლებს

19 მაისი 2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, „ლოს ანჯელესი-2028"-ის გახსნის ცერემონიას 14 ივლისს უმასპინძლებს ლოს ანჯელესის მემორიალური კოლიზეუმი, ხოლო პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება 15 აგვისტოს, ინგლვუდის სტადიონზე.

აღსანიშნავია, რომ 1923 წელს აგებულ მემორიალურ კოლიზეუმს 1932 და 1984 წლების ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიებისთვისაც უმასპინძლია.

რაც შეეხება ინგლვუდის სტადიონს, აქ პირველად გაიმართება პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონია.

ზაფხულის XXXIV ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიას 30 ივლისს ასევე კოლიზეუმი უმასპინძლებს. 27 აგვისტოს ამ ისტორიულ არენაზე გაიმართება პარალიმპური თამაშების დახურვის ცერემონიაც.

აღსანიშნავია, რომ კოლიზეუმის არენაზე შეჯიბრებები ჩატარდება მძლეოსნობაში, ხოლო ინგლვუდის სტადიონი საწყლოსნო სახეობებს დაეთმობა.