სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი

23 მაისი 2025

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ინიციატივით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიოდარობის მხარდაჭერით, სეოკ-ის ოფისში ჩატარდა სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი, რომელსაც დაესწრნენ სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი გახსნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში, ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სემინარის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია.

ფორუმზე განხილული იქნა სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის აქტუალური საკითხები.

სპორტსმენთა ფორუმსა და საინფორმაციო სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა, ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა, პროფესორმა პაატა ნაცვლიშვილმა, ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა მდივანმა თეიმურაზ უკლებამ, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიური მოძრაობის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

სპორტსმენთა ფორუმისა და საინფორმაციო სემინარის მონაწილეებს სეოკ-ის სერტიფიკატები გადასცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.