სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასი მოიგო
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასი, Villa De Madrid მოიგო.
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ოქროს მედლის მოსაპოვებლად ექვსი შეხვედრა ჩაატარა. თითოეულში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის, მეოთხედფინალში 15-9 დაამარცხა ფრანგი სებასტიან პატრისი. ნახევარფინალში 15-13 დაამარცხა კორეელი გიონდონ დო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქ ენვერ ილდირიმთან 15-8 გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასი მეორედ მოიგო, მთლიანობაში კი ამავე რანგის გათამაშებებიდან მის კოლექციაში შედის ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.






