თომას ბახი: კირსტი ქოვენთრი ოლიმპიური ღირებულებების ერთგული იქნება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ მისი მემკვიდრე კირსტი ქოვენთრი, რომელიც IOC-ის პრეზიდენტად მარტში აირჩიეს, ოლიმპიური ღირებულებების ერთგული იქნება.
"მეგობრობამ საშუალება მოგვცა აზრები გაგვეცვალა, ხანდახან კი ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, - განაცხადა თომას ბახმა. - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს მეგობრობა ნებისმიერ უთანხმოებაზე ძლიერია, რომ ის საერთო ენის გამონახვაში დაგვეხმარება. ამგვარმა ურთიერთ ნდობამ და მეგობრობამ ოლიმპიური მოძრობის ახალი სიმაღლეებისკენ განვითარების საშუალება მოგვცა. ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა იმის გარეშე, რაც გვაერთიანებს - საერთო ოლიმპიური ღირებულებები.
დარწმუნებული ვარ, IOC-ის არჩეული პრეზიდენტი, კირსტი ქოვენთრი ამ ღირებულებების ერთგულია. IOC-ის წევრებმა ის აირჩიეს პრეზიდენტად ოლიმპიური ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის, ასევე პროფესიული და ადამიანური თვისებებისთვის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი მისი წვლილისთვის. აი, ის, რატომაც მაქვს იმედი, რომ თქვენ მას აჩუქებთ ისეთივე ერთიანობას, სოლიდარობას და მეგობრობას, რაშიც ამდენი წლის განმავლობაში თქვენი დამსახურებით ასე გამიმართლა."
ოფიციალურად, თომას ბახის 12-წლიანი მმართველობა დასრულდება 2025 წლის 23 ივნისს. იმავე დღეს პრეზიდენტის სავარძელს ჩაიბარებს ზიმბაბველი კირსტი ქოვენთრი, რომელიც IOC-ის მეათე პრეზიდენტად მარტში, ორგანიზაციის 144-ე სესიაზე, შემდგომი რვაწლიანი ვადით აირჩიეს.






