ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატი მოკლე პროგრამაში საუკეთესო შეფასებით დაიწყო

14 იანვარი 2026

შეფილდში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, სადაც კონტინენტის საუკეთესო მოციგურავეები მილანი/კორტინას ოლიმპიური თამაშების წინ ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას გადიან.

შეფილდის ევროპირველობაზე საქართველო სრული გუნდით არის წარმოდგენილი. ჩემპიონატი მოკლე პროგრამაში წყვილთა ასპარეზობებით გაიხსნა. საქართველოს წარგზავნილებმა  - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ დებიუტშივე საუკეთესო შეფასება - 75.96 ქულა დაიმსახურეს და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება პირველი ადგილით მოიპოვეს.

მეტელკინა/ბერულავას წყვილი ორივე პროგრამის ჯამში ჩემპიონობისთვის ბრძოლას 15 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში  გააგრძელებს.