ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მე-11 ადგილზე დაასრულა

15 იანვარი 2026

ფიგურულ ციგურაობაში შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შესრულდა ქალთა ერთეულთა თანრიგში. სხვებთან ერთად იასპარეზა საქართველოს წარმომადგენელმა, ჩვენი ოლიმპიური გუნდის წევრმა ანასტასია გუბანოვამა, რომელიც ასპარეზობას ლიდერთა ჯგუფიდან შეუდგა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა გუბანოვამ 56.17-ქულიანი შეფასებით მე-11 ადგილზე გავიდა. საქართველოს წარმომადგენელს მდგომარეობის გამოსწორება თავისუფალ პროგრამაში შეეძლება.