ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა
შეფილდში მიმდინარე მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე ჩინებულად იასპარეზა ნიკა ეგაძემ. საქართველოს წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 29 მონაწილეს შორის მსაჯებისგან საუკეთესო შეფასება - 91.28 ქულა დაიმსახურა და მონაწილეთა გრძელ სიას ჩაუდგა სათავეში.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატის მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში პირველი ადგილი პირველად დაიკავა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი ოქროს მედლისთვის ასპარეზობას 17 იანვარს, თავისუფალი პროგრამით გააგრძელებს.






