დიანა დევისს და გლებ სმოლკინს სპორტულ ცეკვებში მეექვსე საუკეთესო შედეგი აქვთ

16 იანვარი 2026

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს, „შეფილდ არენა" დაეთმო სპორტულ ცეკვებს. 28 წყვილს შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.

საქართველოს წარგზავნილებმა რიტმულ ცეკვებში მსაჯებისგან 78.67-ქულიანი შეფასება მიიღეს, რაც მეექვსე საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. 

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მდგომარეობის გაუმჯობესებას 17 იანვარს თავისუფალ ცეკვებში შეეცდებიან.