მილანში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარი მედიაცენტრი
მილანი-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მილანში ოფიციალურად შეუდგა მუშაობას მთავარი მედიაცენტრი (MMC).
მედიაცენტრში, სადაც დაახლოებით 3 ათასი აკრედიტებული ჟურნალისტი და 4.5 ათასზე მეტი ტელერადიომაუწყებელი იმუშავებს, განთავსებულია მილანის კონვენციის ცენტრში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით.
MMC-ის კომპლექსი, რომელიც პრესისა და ტელერადიომაუწყებლების მჭიდრო თანამშრომლობისთვის შეიქმნა, ორ ძირითად ობიექტს აერთიანებს - მთავარ პრესცენტრს (MPC) და საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრს (IBC).
MPC ტექნიკურად სრულად აღჭურვილია როგორც მწერალი ჟურნალისტებისთვის, ისე ფოტო ჟურნალისტებისთვის, მათ შორის არის ორი საპრესკონფერენციო, გასახდელი, მოსასვენებელი ოთახები, ხოლო IBC-ში განთავსებულია სტუდიები, სამონტაჟოები და საკომენტატორო ჯიხურები.
მილანი-კორტინა 2026-ის ობიექტების გეოგრაფიული განლაგების გამო, ცალკე მთის მედიაცენტრი არ იარსებებს. ამის ნაცვლად, გაფართოვდა მედია მომსახურება უშუალოდ შეჯიბრებების ჩატარების ადგილებზე.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება „სან სიროს" სტადიონზე.






