შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან
10 მარტს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ,,ევროპული სკოლის" მე-8 ა კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართველი სპორტსმენების წარმატებებს.
მუზეუმში წარმოდგენილი მასალები ძველი და ახალი წყაროების ერთგვარი ნაზავია და დამთვალიერებლებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუთხრობს ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.
ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დავით გობეჯიშვილმა მოსწავლეებს უამბო თავის განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე.
გათამაშდა ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სამსახსოვრო საჩუქრები.






