სამძიმარი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ჩვენმა ქვეყანამ, თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ გამორჩეული პიროვნება, ერის სულიერი მამა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საქართველოს, ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის სულიერ გაძლიერებას, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ტრადიციების შენარჩუნებას. მისი მოღვაწეობა დარჩება როგორც მაგალითი სიბრძნის, სიმტკიცის, სამშობლოსადმი ერთგულების და თავდადების.
მე არაერთხელ მერგო პატივი შევხვედროდი ჩვენს პატრიარქს, მოკრძალებით გავსაუბრებოდი და მომესმინა მისი ბრძნული სიტყვები. ოლიმპიური თამაშების წინ, ტრადიციულად, საპატრიარქოში მასპინძლობდა ჩვენს ოლიმპიელებს - გზას ულოცავდა, ამხნევებდა და წარმატებას უსურვებდა საქართველოს დელეგაციის თითოეულ წევრს. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი, სითბოთი, სიყვარულით და რწმენით სავსე შეხვედრები.
ამ მძიმე წუთებში თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და თითოეულ მორწმუნეს. ვიზიარებთ საერთო ეროვნულ მწუხარებას.
ლერი ხაბელოვი,
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი






