სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს!

04 იანვარი 2013

თქვენო უწმინდესობავ! საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიგულით, რწმენით და სიყვარულით გილოცავთ დაბადების 80 წლის იუბილეს და აღსაყდრების 35 წლისთავს. თქვენი მოღვაწეობა, სათნოება, ყოველდღიური დაუღალავი შრომა ერისა და ბერის ერთიანობისთვის, ქვეყნის წინსვლისა და სულიერი ამაღლებისთვის ნათელი მაგალითია სამშობლოს უანგარო და უშურველი მსახურებისა. ეს საოცარი მაგალითი ძალას მატებს და მომავლის რწმენით აღავსებს თქვენს სულიერ საწყმსოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანებს, მათ შორის _ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს სპორტსმენებს, რომლებსაც, თქვენი ლოცვა-კურთხევით გულანთებულებს, არაერთი გამარჯვება მოუპოვებიათ დიდ სარბიელზე.


კვლავაც ნაყოფიერ მოღვაწეობას და დღეგრძელობას გისურვებთ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.