მილოცვა

04 იანვარი 2013

2 იანვარს ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ფრენბურთში, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ევროპის ჩემპიონატების ჩემპიონსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელს, მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკ-ის ორდენების კავალერს ვაჟა კაჭარავას დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მას ამ თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.