მადრიდი, სტამბოლი თუ ტოკიო?

09 იანვარი 2013

მიმდინარე წლის შემოდგომაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 125-ე სესიაზე გაირკვევა ის ქალაქი, რომელიც 2020 წლის ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

ამ უმნიშვნელოვანესი მისიის მოსაპოვებლად თავდაპირველად ხუთი ქალაქი - მადრიდი, ტოკიო, სტამბოლი, დოჰა და ბაქო ეცილებოდნენ, თუმცა ყატარისა და Aაზერბაიჯანის დედაქალაქები ბრძოლას ადრევე გამოეთიშნენ.

7 იანვარს ლოზანაში, სოკ-ის შტაბ-ბინაში მადრიდის, ტოკიოსა და სტამბოლის საორგანიზაციო კომიტეტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სურვილი და მზადყოფნა. მარტში სოკ-ის შემფასებელი კომისია სამივე ქალაქს ეწვევა და კანდიდატების შესაძლებლობების შესახებ სპეციალურ დასკვნას დადებს, რის შემდეგაც 7 სექტემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში დაგეგმილ სოკ-ის კონგრესზე ფარული კენჭისყრის შედეგად მასპინძელი ქალაქიც გამოვლინდება.