სპორტის სამინისტრო შარშანდელ სეზონს აჯამებს

09 იანვარი 2013

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გასული წლის სეზონს დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზ "ივენთ ჰოლში" შეაჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.

დასახელდება 2012 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ძიუდოში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ლაშა შავდათუაშვილი იქნება. ასევე გამოვლინდება სამინისტროს ვერსიით რჩეული მწვრთნელი, გუნდი, ახალგაზრდა სპორტსმენი და სპორტული ფედერაცია.

აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგება ყოველწლიური ჟურნალის_ "სპორტი და ახალგაზრდობის" ახალი ნომრის პრეზენტაციაც.