ვინ უკეთ იცნობს ოლიმპიური თამაშების ისტორიას
17 იანვარი 2013

15 იანვარს ტელეკომპანია „რიონისა" და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ პირდაპირი ეთერით ერთობლივი ტელევიქტორინა მოაწყო თემაზე - „ვინ უკეთ იცნობს ოლიმპიური თამაშების ისტორიას". ვიქტორინამ დიდი ინტერესი გამოიწვია ტელემაყურებლებში, შემოსული ზარების გადატვირთვის გამო, ბევრმა მსურველმა ვერ მოასწრო პასუხების გამოგზავნა. ამ პროექტის განხორციელებამ, რომელსაც ტელეკომპანია „რიონის" სპორტული ჟურნალისტი რამაზ ჩხიკვაძე უძღვებოდა, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გარემო შექმნა ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაციისთვის.
თანაბარი ქულები დააგროვეს და ვიქტორინის გამარჯვებულებად დასახელდნენ ხონელი მარი ქართველიშვილი და ქუთაისელი ვასიკო გოდუაძე.
გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ოლიმპიურ თემეტიკაზე გამოცემული წიგნი - ,,ოლიმპიური თამაშები და ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები", რომლის ავტორია ტელევიქტორინის ერთ-ერთი ორგანიზატორი რევაზ რობაქიძე.