ალექსანდრე ანპილოგოვი იუბილარია
18 იანვარი 2013

დღეს, 18 იანვარს სახელოვან ხელბურთელს, მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონსა და მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონსა და ვერცხლის მედალოსანს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს ალექსანდრე ანპილოგოვს დაბადებიდან 59 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მას ამ თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.