ელენემ ვერ იყოჩაღა

25 იანვარი 2013

სპორტული ცეკვების შემდეგ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურალ ციგურაობაში ქალთა ინდივიდუალური ასპარეზობის დრო დადგა კონტინენტის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორის ელენე გედევანიშვილის გვეიმედებოდა. სამწუხაროდ ჩვენებურმა ამჯერად ვერ იყოჩაღა და მოკლე პროგრამის შემდეგ 48.75 ქულით მისთვის უჩვეულო მე-16 ადგილი დაიკავა. მართალია გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამაში მაყურებლის წინაშე კვლავ წარსდგება, მაგრამ მიზერულია იმის შანსი საპრიზო ადგილებს მიუახლოვდეს. ცნობისათვის ელენეს საუკეთესო შედეგი მოკლე პროგრამაში 60.8 ქულას უტოლდება, თუმცა სამწუხაროდ ხორვატიის დედაქალაქში წარმატებით ვერ ისრიალა.