ლაშა შავდათუაშვილი იუბილარია

31 იანვარი 2013

31 იანვარს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ძიუდოში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ლაშა შავდათუაშვილს 21 წელი შეუსრულდა.

საქართვევლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს მას და უსურვებს ჯანმრთელობას და კიდევ არაერთ გამარჯვებას სპორტულ კარიერაში.