სოჭის ოლიმპიადა ძვირი სიამოვნებაა

01 თებერვალი 2013

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით 2014 წელს დაგეგმილი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ორგანიზატორებს 1,5 ტრილიონი რუბლზე მეტი დაუჯდება, რაც დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2013 წლის 1 იანვრის მონაცემებით ოლიმპიური ობიექტების მშენებლობების დაფინანსებაზე და თამაშებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზე ჯამში 1 ტრილიონ 525 მილიარდ 900 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

კომპანია "ოლიმპმშენებელზე" 111 მილიარდი მოდის, სხვადასხვა ინვსტორებმა 737 მილიარდი დახარჯეს, კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ანგარიშზე 77 მილიარდია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა 209 მილიარდი რუბლი გაიღეს.