ირაკლი ცირეკიძეს დიდი სპორტიდან გააცილებენ

01 თებერვალი 2013

2-3 თებერვალს თბილისი ძიუდოში ევროპის ღია პირველობას უმასპინძლებს. გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში თავს 25-მდე ქვეყნის ნაკრები მოიყრის. საქართველოს გუნდი ტურნირზე 28 სპორტსმენით წარსდგება.

როგორც ცნობილი გახდა სპორტის სასახლეში გასამართ ტურნირზე მოხდება პეკინის 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიოს ჩემპიონის ძიუდოში ირაკლი ცირეკიძის დიდი სპორტიდან გაცილება.