საქართველო ბრაშოვში

15 თებერვალი 2013

16 თებერვალს გამთენიისას საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაცია რუმინეთის ქალაქ ბრაშოვისკენ აიღებს გეზს, სადაც 17 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება რიგირთ XI ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამასთან დაკავშირებით სეოკ-ის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უძღვებოდნენ. ეს უკანასკნელი რუმინეთში ჩვენს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული შეჯიბრის უდიდეს მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდა ათლეტებისთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ სპორტში შესაბიჯებლად.

ჩვენი გუნდი ბრაშოვში 7 სპორტსმენით წარსდგება. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე სამთო-მოთხილამურე ნიკოლოზ კოზანაშვილი იქნება. ამავე დისციპლინაში იასპერეზებენ შოთა ნათაძე, სოსო ჯაფარიძე და სანდრო ობგაიძე. ფიგურალ ციგურაობაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას არმენ აგაიანი დაიცავს, ხოლო სნოუბორდში ბექა მერკვილაძე და გიორგი წამალაიძე.

ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები ასპარეზობაში 19 თებერვლიდან ჩაებმებიან.