მედროშე - ბრაშოვში ქართველთაგან საუკეთესო

19 თებერვალი 2013

რუმინთის ზამთრის კურორტ ბრაშოვში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალში 19 თებერვალს ასპარეზობაში ქართველი სპორტსმენებიც ჩაებმნენ. გიგანტურ სლალომში ძალები ოთხმა ქართველმა მოთხილამურემ მოსინჯა, რომელთაგანაც საუკეთესო შედეგი როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი გუნდის მედროშემ ნიკოლოზ კოზანაშვილმა აჩვენა. პირველი დაშვებისას 84 მონაწილეს შორის იგი 29-ე ადგილზე იყო და პოზიციები ჯამური 1.51.62 დროის მაჩვენებლით არც მეორე სტარტის შემდეგ დაუთმია. სოსო ჯაფარიძე თავის თანამემამულეს 1.52.22 შედეგით სამი ადგილით ჩამორჩა და 32-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო შოთა ნათაძემ დისტანცია 1.55.84 დროში დაფარა, რაც საკმარისი 44-ე ადგილისთვის აღმოჩნდა. რაც შეეხება სანდრო ობგაიძეს სამწუაროდ მან დისტანცია ვერ დაასრულა.

სნოუბორდში ბექა მერკვილაძემ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა და საბოლოო ჯამში 1.05.67 შედეგით 35-ე აგილი დაიკავა.

20 თებერვალს ბრაშოვის ფესტივალზე ფიგურალ ციგურაობაში მოკლე პროგრამით მაყურებლის წინაშე არმენ აგაიანი წარსდგება და იმედია წარმატებითაც.