არმენ აგაიანის მეცამეტე

21 თებერვალი 2013

სპორტის გულშემატკივართათვის ცნობილია, რომ ბრაშოვში მიმდინარე რიგით XI ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში (სამთო-სათხილამურო სპორტი, სნოუბორდი და ფიგურული ციგურაობა) 7 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ზამთრის ანალოგიურ თამაშებზე ჯერ-ჯერობით ერთადერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა.

ბრაშოვში არმენ აგაიანი მურვანიძის შედეგს ვერ გაიმეორებს, მაგრამ გამოცდილებას კი მიიღებს. მოკლე პროგრამაში მან მსაჯებისგან 39.97 ქულა დაიმსახურა და 13-ე ადგილზე გავიდა, 22 თებერვალს კი თავისუფალ პროგრამაში მოსინჯავს ძალებს.