საუკეთესო კვლავ მედროშეა

22 თებერვალი 2013

22 თებერვალს ბრაშოვის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, მანამდე კი ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა სლალომში მოსინჯეს ძალები. ყველაზე უკეთ, ისევე როგორც გიგანტურ სლალომში ამჯერადაც ჩვენი გუნდის მედროშემ ნიკოლოზ კოზანაშვილმა იასპარეზა, რომელიც 1.41,37 მაჩვენებლით მე-20 ადგილზე გავიდა. შოთა ნათაძემ 22-ე (1.42,59) შედეგი აჩვენა, სანდრო ობგაიძე 23-ე (1.42,67) იყო, ხოლო სოსო ჯაფარიძემ დისტანცია ვერ დაასრულა.

სნოუბორდისტი გიორგი წამალაიძე გიგანტურ სლალომში ასპარეზობდა და 37-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ფესტივალის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მაყურებლის წინაშე ფიგურალ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამით არმენ აგაიანი წარსდგება, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეცამეტე ადგილზეა.