არმენ აგაიანი ათეულში შევიდა

22 თებერვალი 2013

ქართველმა სპორტსმენებმა ბრაშოვის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე ასპარეზობა ფიგურალ ციგურაობაში არმენ აგაიანის გამოსვლით დაასრულეს. მოკლე პროგრამის შემდეგ იგი მეცამეტე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უკეთ ისრიალა და ოთხი პოზიციით წინ წაიწია. არმენ აგაიანმა საერთო ჯამში მსაჯებისგან 122,32 ქულა მიიღო და 19 მონაწილეს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა. მან უკან ჩამოიტოვა ფიგურალ ციგურაობაში ისეთი განვითარებული ქვეყნების წარმომედგენლები, როგორებიცაა შვეიცარია, გერმანია, იტალია და ა.შ.

საქართველოს დელეგაცია სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება, ხოლო მომდევნო ანალოგიურ თამაშებს 2015 წელს ავსტრიის ქალაქი მონტაფონი უმასპინძლებს.