ახალი ამბები
არქივიდავით ხახალეიშვილი იუბილარია
ბარსელონის 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორს, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულს ძიუდოში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სამბოში, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს დავით ხახალეიშვილს დაბადებიდან 42 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს დავით ხახალეიშვილს დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს.







