ნინო სალუქვაძის მეხუთე

03 მარტი 2013

დანიის ქალაქ ოდენსეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, სადაც ჩვენი უმთავრესი იმედი იყო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

ნინო სალუქვაძე სეოკ-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის კვლავ გააგრძელოს აქტიური სპორტული კარიერა. ოდენსეს სასროლეთზე მან საკვალლიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად იასპარეზა დ დაგროვილი ქულებით ფინალში სროლის უფლება მოიპოვა. ახალი წესების მიხედვით სპორტმენებს შესარჩევში ნაჩვენები შედეგები უნულდებათ და ფინალში ყველაფერი თავიდან იწყება.

ნინო სალუქვაძეს კარგი შანსი ჰქონდა თუ ძალებს მოიკრებდა მეოთხედ გამხდარიყო კონტინენტის ჩემპიონი, თანაც მისი გამოცდილების მქონე სპორტსმენი აღნიშნულ ევროპის პირველობაზე ალბათ ცოტა თუ იქნებოდა. როგორც წესი ქართველ მსროლელს ფინალურ ეტაზე უფრო ძლიერი ასპარეზობა ახასიათებს და იმედებს ესეც გვისახავდა. სამწუხაროდ, ნინომ ოდენსეში კვარლცხბეკზე ასვლა ვერ შეძლო. მან 136.1 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეხუთე ადგილისთის.