ვარშავაც წარმატებით მოიარეს

03 მარტი 2013

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ახლახანს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ტრიუმფალური ასპარეზობა ვარშავის "ევროპის ღია პირველობაზე" დააგვირგვინა. ირაკლი უზნაძემ პოლონეთის დედაქალაქში დიუსელდორფისგან განსხვავებით გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია 37 ნაკრებს შორის პირველი გუნდური ადგილი დაეკავებინათ.

პოლონეთში კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნაკრების გამოცდილი წევრები ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) და ლევან წიკლაური (81კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ზებედა რეხვიაშვილმა (73კგ) მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც აპრილში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები 30-31 მარტს თურქეთის ქალაქ სამსუნში გასამართ "დიდ პრიზზე" იასპარეზებს.