მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

29 მარტი 2013

სეოკ-ი აგრძელებს  ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის ახალგაზრდა თაობებისთვის გაცნობის ტრადიციას. ამჯერად მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ მუსეუმს 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლებითაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე დიდების მწვერვალს აღწევდნენ.

43-ე სკოლის უფროსკლასელებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ მშვილდოსნობაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ქეთევან ლოსაბერიძეს და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე.

ქეთევან ლოსაბერიძე მომავალ თაობას ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე, შემდეგ კი მოსწავლეებს მისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო - ოლიმპიური ოქროს მედალი აჩვენა და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.