რობერტ შავლაყაძე 80

01 აპრილი 2013

    გამოჩენილს ქართველ მძლეოსანს, სიმაღლეზე ხტომაში რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონს, "გიგანტთა მატჩის" (აშშ-სსრკ) გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკ-ის ორდენების კავალერს რობერტ შავლაყაძეს 80 წელი შეუსრულდა.

    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ღობერტს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.