ლერი გოგოლაძე - 75
სახელოვან ქართველ წყალბურთელს, 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ღირსების ორდენის კავალერს ლერი გოგოლაძეს 75 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მას ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.