ახალგაზრდა ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ
01 აგვისტო 2011
ქართველი ახალგაზრდა ოლიმპიელები ტრაბზონის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან 1 ოქროს, ერთი ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ და საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (81კ) გახდა, ვერცხლის მედალი მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა მოიპოვა სამხტომში, ხოლო ბრინჯაოს მედლებით მკერდი ასევე ძიუდოისტებმა გიორგი მუზაშვილმა (66კგ), თამაზ კირაკოზაშვილმა ( 60კგ), ლევან გუგავამ (73კ) და გიორგი ლაზუაშვილმა (+90კგ) დაიმშვენეს.
დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ნორჩ ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და მომავალში უფრო მაღალი მიღწევები უსურვა.