ალექსანდრე ჩივაძე იუბილარია

08 აპრილი 2013

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, სსრკ-ს ჩემპიონატის ჩემპიონს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორს, თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანს, ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულს, სხვადასხვა წლებში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსების ორდენის კავალერს ალექსანდრე ჩივაძეს დაბადებიდან 58 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს.